გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
ახალი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია. ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება. ამ მიმართულებით ცვლილებები ოთხ კანონში შედის. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.
"კოალიცია ცვლილებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აკრძალვები რეალური ოპოზიციის წინააღმდეგობას ხელს ვერ შეუშლის.
"ჩვენი პარტია არის ახალი, რომლის 80-90% ახალი სახეა პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვინც რეალური ოპოზიციაა, მათ წინააღმდეგობას ეს აკრძალვები ხელს ვერ შეუშლის. თენგო თევზაძე აუცილებლად იქნება წინააღმდეგობაში "ქართულ ოცნებასთან" რა კონფიგურაცია, აკრძალვა, თავისუფლების აღკვეთა თუ ა.შ. სანამ ვართ ცოცხლები ვიბრძვით", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, გუშინ დაინიციირებული ვერსია კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმია, რათა ამ ქვეყანაში თავისუფალი პარტიები საბოლოოდ მოკვდნენ.
"პარტიების აკრძალვასთან დაშვრებით ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" საკანონმდებლო ბაზის მომზადება. რაც გუშინ ვნახეთ, დაინიციირებული ვერსია, ეს არის კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმი, რათა საბოლოოდ მოკვდეს ამ ქვეყანაში თავისუფალი პარტიები, რომელთაც სურთ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.