1751921238
საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს.
სერბეთის სასახლეში სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტსა და ელჩს შორის. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ბოლო პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველო-სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.