პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებელად ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად გაარკვიონ თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს.
მისი თქმით, „საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს, ჩვენი მომავალი ევროპაშია“.
„დასაწყისისთვის საკმარისი იქნება 3 კითხვა და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი. რა საბუთები და პროცედურები გვჭირდებოდა და გვჭირდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად?
2003-2012
მოწვევა შესაბამისი ქვეყნის მოქალაქისგან;
საელჩოში განაცხადის შეტანა;
ვიზის ხანგრძლივი ლოდინი;
პასპორტის რიგში დგომა და შემოდგომი
პროცედურები.
2012
მხოლოდ საქართველოს მოქალაქის
ბიომეტრიული პასპორტი.
რა დამოკიდებულება იყო გამოხატული სახელმწიფოს მხრიდან უზენაეს კანონში-კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული კურსისადმი?
2003-2012
კონსტიტუციაში არაფერი იყო ნათქვამი
2012
„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ
ყველა ზომა ევროპის კავშირსა და
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაში საქართველოს სრული
ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“
როგორია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ისტორია?
2003-2012
არსებობდა მხოლოდ კარგი მეზობლობის,
მაგრამ არა წევრობის პერსპექტივა.
2012
დღეს ევროკომისიის
რეკომენდაციაა რომ საქართველოს ჰქონდეს
ევროპული პერსპექტივა, რაც რეალურად იმას
ნიშნავს რომ ჩვენი სახელმწიფო
ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციური
კანდიდატი იქნება.
მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა. გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას, რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს დროულად უნდა იყოს მხილებული. საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს. ჩვენი მომავალი ევროპაშია“, - აცხადებს მინისტრი.