პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მერის განცხადებით, გუშინდელი აქცია არ ასახავს რეალობას, რადგან ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
კახა კალაძის თქმით, აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ მიერ.
„პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოს და ძალიან მალე მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება," - განაცხადა კახა კალაძემ.