ნინო ფოჩხუა: ისევ საკუთარი ლობისტები, კუბილიუსები, ფოტიგები და გრეგოროვები, სხვა ევროპარლამენტარებს რატომ არ სთავაზობენ ჩართვას, იმიტომ ხომ არა რომ ზუსტად იციან მათი დამოკიდებულება ამ ვითომ მედასავლეთეების მიმართ

ნინო ფოჩხუა

„ვეღარ უნდა მიხვდეთ რომ მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, ხელისუფლებაში მობრუნება. მათი ხელისუფლებაში მობრუნება კი  ნიშნავს, ვისაც არ ახსოვს, ახალგაზრდებს ვგულისხმობ, გაახსენებენ იმ ჯოჯოხეთს, რაშიც აცხოვრეს 9 წელი საკუთარი ხალხი“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას 5 ევროპარლამენტარი მიმართავს.
მისი თქმით არ არის ეს ის აქცია, როგორც ფუთავენ და ეს სულ მალე გამოჩნდება.

„ახლა მიხვდით "ნეიტრალურებო" სად გეპატიჟებიან და როგორ გატყუებენ ევროპული მომავლის იმედით?ვეღარ უნდა მიხვდეთ რომ მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, ხელისუფლებაში მობრუნება. მათი ხელისუფლებაში მობრუნება კი  ნიშნავს, ვისაც არ ახსოვს, ახალგაზრდებს ვგულისხმობ, გაახსენებენ იმ ჯოჯოხეთს, რაშიც აცხოვრეს 9 წელი საკუთარი ხალხი.ნახეთ, ისევ საკუთარი ლობისტები, ისევ ერთი და იგივე კუბილიუსები, ფოტიგები და გრეგოროვები, სხვა ევროპარლამენტარებს რატომ არ სთავაზობენ ჩართვას, იმიტომ ხომ არა რომ ზუსტად იციან მათი დამოკიდებულება ამ ვითომ მედასავლეთეების მიმართ.ასე რომ არ არის ეს ის აქცია, როგორც ფუთავენ და ეს სულ მალე გამოჩნდება“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.