ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
დღევანდელი შეხვედრის მიზანია საუბარი ყველაფერზე - ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, პარლამენტში ფრაქციის მუშაობაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რაც კი, პარტიის ხელში არსებობს.
„ხელისუფლებას დისკომფორტი უნდა ჰქონდეს და როდესაც გელათი ინგრევა კულტურის მინისტრი პარლამენტში მშვიდად არ უნდა მოდიოდეს, ღამეები არ უნდა ეძინოს ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში მოსვლის წინ. საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ბერკეტია და მან ერთხელ უკვე გვაჩვენა თავისი მუშაობა, როდესაც წინა პარლამენტში შეიქმნა და ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი იყო. ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის ის იარაღი, რომელიც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.