როგორი ამინდი იქნება 11 ოქტომბრამდე საქართველოში
1728408212
"სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება, ვხედავთ ერთ რამეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის წყალობით არის ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინით შეპყრობილი. სხვა დღის წესრიგი უბრალოდ არ აქვს არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც სააკაშვილს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" ერთ-ერთმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს.
„ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, მერე გამწკრივდნენ, შემოვიდნენ, ვითომც არაფერი მომხდარა და ახლა ჩვენგან ითხოვენ, არიქა, ისევ გავერთიანდეთო. არ ვიცი, ეგენი როგორ სოციუმში გაზრდილი ან როგორი პოლიტიკური გემოვნების ხალხია, მაგრამ ჩვენთვის ასეთი რამე არის ძალიან მიუღებელი.
ვხედავთ ერთ რამეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის წყალობით არის ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინით შეპყრობილი, სხვა დღის წესრიგი უბრალოდ არ აქვს არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც სააკაშვილს.
სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი, რომ ციხიდან გამოვიდეს და რევოლუცია მოახდინოს, ბოდიში, მაგრამ ვერც ერთში და ვერც მეორეში ჩვენ მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით. ქვეყნისთვის და ხალხისთვის რამე სასარგებლო იდეა ექნება? - კი ბატონო, მხარს დავუჭერთ, მაგრამ რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს ვერ დავეხმარებით. სააკაშვილი თავის წარმოდგენების ტყვეობაშია და ისეთი რამეები ილაპარაკა დღეს, რომ სახტად დავრჩი“, - განაცხადა ელისაშვილმა.