პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილმა ექიმებს დაუჯეროს, მისივე პარტია კი ექსპრეზიდენტის მდგომარეობას პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს.
"მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა უბრალოდ უნდა დაუჯეროს ექიმებს, იმ ექიმებს, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებიც შესაბამის დაწესებულებაში პენიტენციურშიმუშაობენ. თუ ამას გააკეთებს ეს ე.წ. პრობლემა გადაწყდება ძალიან მარტივად.
ომისა და ღალატის პარტია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას იყენებს პოლიტიკური დღის წესრიგად. ამის გადაჭრისთვის მილიონ გზას იგონებს, საზღვარგარეთ გადაყვანას და ა.შ. გასაგებია, რომ არის შანტაჟი ამ პარტიის ლიდერების მხრიდან, რომ თუ ასე არ იქნება, შეუწყვეტს პარტიას დაფინანსებას. სააკაშვილის გათავისუფლება, ვირტუალური, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ომთან. მათი ყველა პიარ კამპანია ემსახურება საქართველოს ჩათრევას ომში,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.