პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ ეტაპზე ქართულ ოცნებაში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ის აცხადებს, სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, თუ აღნიშნულს ადგილი აქვს.
„მოცემული მომენტისთვის არც იყო მსჯელობა, არც განიხილება, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა კლინიკებში, ამის პრობლემა არ იქნება. მე ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის, სახალხო დამცველი ნუ იქნება მხარე, მათ უნდა დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის, სააკაშვილს მოუწოდონ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა თუ ამას ადგილი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.