სააკაშვილმა თავადაც იცის, რომ მოწამვლის შესახებ ტყუილს პერსპექტივა არ აქვს, იძულებულია, თქვას, რომ ეს ყველაფერი მოგონილია - მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

„საკითხი საექსპერტო ცოდნაზე როცაა დაყვანილი, მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია. სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, თქვას, რომ მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მოგონილი, მტკნარი სიცრუეა.

„სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. მიკერძოებული დასკვნები ყურადღების მიღმა არ დარჩება და ყველასთვის ნათელი იქნება, ვინ, რა მიკერძოების ხარისხით ხასიათდება, როცა თავს დებენ ექსპერტობაზე და საექსპერტო სახით სასურველ დასკვნებს ასახავენ. ამ დრომდე, მიხეილ სააკაშვილს ხელი მიუწვდება ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მას სჭირდება. როცა საკითხი საექსპერტო ცოდნაზეა დაყვანილი, იქ მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია. მიხეილ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საფუძველშივე მცდარია და ვერ შეინარჩუნებს თავს ერთი კვირის განმავლობაშიც კი. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, ეს ყველაფერი მოგონილია, მტკნარი სიცრუეა ვიღაცების მხრიდან იმის გამო, რომ წინასწარი შეხედულებები გაამართლონ და ახსნან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ადვოკატებისთვის არასდროს უთქვამს, რომ ეჭვი მოწამვლაზე აქვს. როგორც სააკაშვილი ამბობდა, ამ თემასთან სპეკულაციები უნდა დასრულდეს.