პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.
მეგრელიშვილის თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" შეუძლია დაადასტუროს, რომ თავად არაფერს უშავებს სააკაშვილს და მას ყველანაირი სერვისი მიეწოდება, სააკაშვილს რაც არ უნდა დაემართოს, "ქართულ ოცნებას" პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.
"მიხეილ სააკაშვილი თუ თავისით არ ჭამს, თუ მას ყველანაირი სერვისი მიეწოდება, თუ "ქართულ ოცნებას" შეუძლია დაადასტუროს, რომ თვითონ არაფერს უშავებს, მაშინ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს "ქართულ ოცნებას", სააკაშვილს რაც არ უნდა დაემართოს? არაფერი.
მით უმეტეს, იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომ მილიონჯერ იტყუებოდა თავად სააკაშვილი და მისი გუნდი. ის კლოუნადა, რომ ვითომ ჭამდა და ვითომ არ ჭამდა, ვითომ ამდენი დღე შიმშილობდა და მერამდენედ იშიმშილა და ა.შ. ძალიან სასაცილოა, ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა, რომ ვაიმე მიშველეთ, ვაიმე ცუდად ვარ, მისი ფანკლუბის გარდა, ეს ყველასთვის არასერიოზულია," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა Palitranews-ის ეთერში.