გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა
1727951190
"პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოყენებულია განსხვავებული კატეგორიის ექიმების შეშვებისა და სპეციალური პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის მოთხოვნა. როდესაც მოთხოვნა კანონით გაუთვალისწინებელი პრივილეგიის შექმნაზე დგება, ამას მხარდაჭერა ვერ ექნება",- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„უმჯობესია, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმით რა არის მოთხოვნილი. ვერც ერთი სახელმწიფო კონკრეტულ პირობებსა და კონკრეტულ წესებს ვერ შეიმუშავებს და ვერ დაუშვებს, როცა „პატიმრობის კოდექსით“ გათვალისწინებული უფლებების აღსრულებაზეა საუბარი. ჩემი ინფორმაციით, პატიმრებისათვის მინიჭებული არც ერთი უფლების განხორციელებას მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება და ის ზედმიწევნით სწორად ხორციელდება. თუ მინიჭებულ უფლებათაგან რომელიმე არ ხორციელდება, ბუნებრივია, ამას რეაგირება მოჰყვება. ასეთზე განცხადება არ გაკეთებულა. სააკაშვილის ულტიმატუმია, რომ მის მიმართ განსაკუთრებული შეღავათები და პრივილეგიები იყოს გამოყენებული, რა მოთხოვნაც სამართლიანად არ მიმაჩნია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.