„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა.
როგორც გაბუნია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო „საჭიროებისამებრ ერთვება“.
„ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს, ასევე კლინიკა სადაც პაციენტი იმყოფება. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო, ახლა ამაზე მოთხოვნა არ შემოსულა“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.