პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიხეილ სააკაშვილი ციხეში, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ" მოინახულოს. "ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, საკითხზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჯგუფის შემადგენლობაში და როდის შედგება ვიზიტი ციხეში.
„ საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.
როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხეს, პატიმრობას, საკანს, მან ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე, ვიდრე ციხეში მოხვდება და არ ჩაიდინოს დანაშაული. როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, სასჯელი არის გარდაუვალი.
მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, ჩვენ დავიწყეთ სუიციდის პროგრამის მართვა ციხეებში. საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ჩართული იქნება ამ პროგრამაში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.