ეს არის უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი - სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს - კახა კალაძე

kaxa kaladze

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მინდა დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, მინიმუმ ის, რაც მისჯილი აქვს. დანარჩენს, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას დაველოდოთ. იცით, რომ 6 წელი მისჯილი უკვე აქვს. სხვა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.