1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს მიმართ არაობიექტური ბრალდებები გრძელდება და ბოლო განცხადებაც ამის გაგრძელებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, მაგრამ რატომღაც ომის დაწყების დღიდან უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდა იმის წარმოდგენა, რომ საქართველო ლამის პირდაპირ ჩართული უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რა ვალდებულება ჰქონდა აღებული? ქვეყნის წინააღმდეგ ბრალდებების სერია დაიწყო, თითქოს ქვეყანა იარაღს აწვდის, სანქცირებულ ტვირთებს ატარებს და ა.შ. არცერთ ამ განცხადებას არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია და ეს ყველამ დაინახა. საქართველოს მიმართ ასეთი არაობიექტური ბრალდებები გრძელდება და ბოლო განცხადებაც ამის გაგრძელებაა. ყველამ კარგად იცის, რომ არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, რომ სააკაშვილი, ფაქტობრივად, სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში ცხოვრობს და 24 საათის განმავლობაში ყველას შეუძლია, მისი ცხოვრება ნახოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.