ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
სააგენტო „კვირა“ ავრცელებს ინფორმაციას, ნაცმოძრაობის მიერ დასავლელი ლობისტების დაქირავების შესახებ. გამოცემა წერს: „პარტიის რამდენიმე ლიდერმა 2 მარტს, გვიან ღამით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მილიონ-ნახევარ დოლარს დახარჯავენ უცხოელ ლობისტებთან, პიარის კონკრეტული მიმართულებით.
გადაწყვეტილების მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული გახდეს სანქციებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად შეეცადონ, რომ სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მოხდეს ან, როგორც მინიმუმ, „ქართულ ოცნებას“ არ მიეწეროს“, - წერს „კვირა“.
გამოცემის ცნობით, პროექტს დავით კეზერაშვილთან ერთად კობა ნაყოფიაც დააფინანსებს.