1791956907
რუსეთის ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს - ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ენერგოსისტემა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გახდა
რუსეთის ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბალისტიკური რაკეტების სამიზნე დედაქალაქის ენერგოსისტემა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გახდა.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 3 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბავშვი.
დესნიანსკის რაიონში რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა, შენობაში ამ დრომდე ხანძარია.
პარალელურად, დარტყმა განხორციელდა კიევის ერთ-ერთ მთავარ თბოელექტროცენტრალზე და ენერგო ობიექტებზე.
დაზიანებების გამო დედაქალაქის ნაწილში დროებით შეჩერებულია ელექტროტრანსპორტის - მათ შორის მატარებლების მოძრაობა.











