რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს წინასწარი პატიმრობა 30-დღიანი შინაპატიმრობით შეუცვალა

კალინ ჯორჯესკუ

რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს წინასწარი პატიმრობა 30-დღიანი შინაპატიმრობით შეუცვალა. პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რის გამოც სააპელაციო განხილვამდე პოლიტიკოსი საპატიმროში დარჩება.

ჯორჯესკუ სექტემბრის ბოლოს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციონერი ბრალს არ აღიარებს. გარდა, ამისა ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფისა და ფაშიზმის პოპულარიზაციის მუხლებით მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი იყო, თუმცა კენჭისყრის შედეგები, სავარაუდო უცხოური ჩარევის გამო, სასამართლომ გააუქმა, მას კი არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

✕