1740372372
რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უდანაშაულო ხალხის მკვლელობით იღებს სიამოვნებას - ლევან იოსელიანი

"ამის ენით აღწერა შეუძლებელია. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უდანაშაულო ხალხის მკვლელობით იღებს სიამოვნებას", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა უკრაინაში ვიზისას განაცხადა.
„სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ. ბავშვებს, ქალებს, რომლებიც თავს აფარებდნენ, ხელებშეკრული დახოცეს და ჩაყარეს სამარხებში. აი, ეს არის, რაც ხდება აქ“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში შედიან ვიცე-სპიკერები: არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი. დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა.