რუბიო მოუწოდებს სახელმწიფოებს, ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოწიონ, ეს რეალობა დააყენა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და ამერიკელმა ხალხმა 5 ნოემბერს - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

რუბიო მოუწოდებს სახელმწიფოებს, ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოწიონ. ჩვენ ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოვწიეთ და ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ დათქმებზე უარი ვთქვით. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაც დააყენა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და ამერიკელმა ხალხმა 5 ნოემბერს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, არახალია, რომ უკრაინის ხელისუფლება მისი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, მისი დელეგაცია ევროსაბჭოში, იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო „დიფ სთეითზე“, გლობალური ომის პარტიაზე, ზეწოლაზე და ომზე „ხალხის ძალის“ წერილები და კომენტარები, რაც ერთი ერთში თქვა და აღასრულა ამერიკელმა ხალხმა. ახლა ამას აღასრულებს ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩაიწერა ისეთი პირობები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მათ შორის ერივნული ღირსების. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, იყო ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაგვეტოვებინა, სწორედ ეროვნული ღირსების დაცვის გამო. ეროვნული ღირსება უნდა იყოს დაცული და ამავდროულად, დაემთხვა ამერიკის დღევანდელი სახელმწიფო მინისტრის მოწოდებას მსოფლიო ერებისადმი. ბატონი რუბიო მოუწოდებს მთელ კაცობრიობას და სახელმწიფოებს, რომ ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოწიონ. ჩვენ ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოვწიეთ და ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ დათქმებზე უარი ვთქვით. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაც დააყენა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და ამერიკელმა ხალხმა 5 ნოემბერს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საზოგადოება ამას იტყვის გერმანიაშიც და საფრანგეთშიც, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს.

სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით და არახალია, რომ უკრაინის ხელისუფლება მისი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, მისი დელეგაცია ევროსაბჭოში, იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. გონჩარენკო, არესტოვიჩი და ზელენსკი ამბობდნენ, გაისეირნეთ ახლა აფხაზეთშიო და შემდეგ ამას აჰყვა აქაური ქართული აგენტურა, რომ სირცხვილია, ახლა ჩვენ რომ არ ვიბრძოლოთ და ეს შანსი არ გამოვიყენოთო. ახლა უკვე შეცვალეს რიტორიტორიკა და ვნახე ზელენსკის ორი დღის წინანდელი განცხადება, რომ ომით კი არა, თურმე დიპლომატიური გზებით უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. გამარჯობა, ამას ჩვენ წლების განმავლობაში ვამბიბდით, როცა თქვენ, სამწუხაროდ, თქვენივე სახელმწიფოში ასეთი პროცესები წარმართეთ. ეს არ გეყოთ და ქართული სახელმწიფოს განადგურება და მეორე ფრონტი გინდოდათ. ამას არქივი ინახავს. არქივიც არ სჭირდება, ქართულ საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს, მათ შორის იმისთვის, რომ პასუხი აგონ აქაურმა აგენტურამაც, რომელსაც პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.

სამწუხაროდ, ამას აგრძელებს უკრაინის წარმომადგენლობა ქართულ აგენტურასთან ერთად ევროსაბჭოში. ზუსტად ეს იყო მამოძრავებელი მიზანი. მათ ერთი პატრონი ჰყავთ „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის სახით ყველგან, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მადლობა ღმერთს, ყველგან არიან კიდევ საღად მოაზროვნე ადამიანები შემორჩენილი, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოშიც, რომლის წევრობასაც საქართველო აგრძელებს.

თუმცა, ჯერჯერობით როგორც ჩანს, ამერიკაში უკვე უჭირთ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს, ევროკავშირში, ჯერჯერობით როგორც ჩანს, ისევ ფაფხურობენ. მორიგ ჯერზე დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმოდგენლებთან ერთად, აქაური აგენტურა თავიანთი საერთო პატრონების მეშვეობით მეორე ფრონტს ცდილობდა, აქ ლგბტ პროპაგანდის დანერგვას და სუვერენიტეტის გაუქმებას ცდილობდნენ. ეს კლასიკური მაგალითია, როგორ ღალატობენ აქაური აგენტურა და უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე, რომელიც ასეთ დღეში ჩააგდეს, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებდით მონაწილეობას იმაში, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მომხდარიყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ სახე უკვე თავიდან ბოლომდე გაშიფრულია.

„ნაბიჯი, რასაც ჰქვია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა არის ერივნული ღირებულებების წინა ხაზზე წამოწევა. ამერიკის პრეზიდენტმა ევროკავშირს პირდაპირ უთხრა, ამერიკას არასამართლიანად ექცევიო და ახლა რა უნდა უკვირდეს ევროკავშირს ან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ჩვენ, ქართველებმა ვთქვათ, მათი მხრიდან არის არასათანადო მოპყრობა იმ საკითხებზე, გამჭვირვალობაზე და ლგბტ პროპაგანდაზე, რომელთან დაკავშირებითაც ტრამპს უკვე ბრძანებები აქვს მიღებული, აღსრულებაშია მისული და ამაზე ხმას არ იღებს ევროსაბჭოს წარმომადგენლობა და საპარლამენტო ასამბლეა.

რატომ არ იღებს ხმას და რატომ არ ამბობს, რომ ტრამპის ეს ბრძანებები რუსული ან ადამიანის უფლებების შემლახავია. ვერ ამბობენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ამერიკაა. ახალი დაბალი ღობე გვნახეს და უნდათ, როგორმე ჯოხი ჩვენზე გადატეხონ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ქართული მენტალიტეტი და ქართული საზოგადოება იმ დონეზეა, რომ ამ დეზინფორმაციას არ აჰყვეს. „დიფ სთეითის“ სახე თავიდან ბოლომდე უკვე გაშიფრულია, სადაც არ უნდა მივიდნენ და რა ფორმაც არ უნდა გადაიცვან – თუმცა ახლა ფორმასაც აღარ იცვამენ – მაინც გამოუჩნდებათ „დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის კუდები. უკვე ყველგან თავიდან ბოლომდე ჩანან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.