პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ამ ისტორიას მეორე ნაწილიც აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა გზის ძიებას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაიხსნან და აარიდონ ის სასჯელი, რაც მას სამართლიანად მიუსაჯა სასამართლომ პარლამენტის წევრის ცემის ორგანიზებისთვის და სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის თავის არიდებაში იყო ჩართული. ქართულ სასამართლოს სხვა არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა. შესაბამისად, ყველა ადამიანი მისი წარმომავლობის თუ თანამდებობის მიუხედავად, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებსა და მართლმსაჯულების იდეას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მხრივ სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სამივე ინსტანციაში, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.