„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განმარტა, რატომ არ მიდის პარტია უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.
„ძალიან კარგია, როგორც ოპოზიციამ, მთელმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, უკრაინამ აიძულა ეს ხელისუფლება რომ ჩასულიყო უკრაინაში და საკუთარი თვალით ენახა, როგორი ტრაგედია დატრიალდა იქ. ამიტომ კარგია ეს ვიზიტი.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობას, გარემოებების გამო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებების გამო, როდესაც ტერორისტებს და კრიმინალებს გვიწოდებენ, მათთან ერთად წასვლა პარტიამ გადაწყვიტა რომ არ იყო მიზანშეწონილი“, - აღნიშნა გოცირიძემ.