საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1746819306
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროსთან ჩატარებულ აქციას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი ამბობს, მას რომ შეეძლოს, ახლა ისიც აქციაზე იქნებოდა.
„რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.
ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.