კანონის დაცვასა და აღსრულებას ვემსახურე 32 წელი, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას - დავით რიჟვაძე მედიას
1746628307
პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, აჰმედ შარიფ ჩოუდრიმ განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, სულ მცირე, ორი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
„როიტერის“ ცნობით, პაკისტანში მდებარე პუნჯაბის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც სააგენტო იუწყება, პროვინციაში მდებარე საავადმყოფოები და უსაფრთხოების ძალები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფებიან.
ამასთან, „სიენენი“ წერს, რომ აფეთქების ხმა გაისმა ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ქალაქ სრინაგარში. სრინაგარი ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის უდიდესი ქალაქია.