„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, მამამისის როლს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.
როგორც მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, ექსპრეზიდენტი ძირითადად უკრაინულ ტელევიზიებს ადევნებს თვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა სააკაშვილი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს აქ ვეღარ ხედავს და მომავალში კარიერა კვლავ უკრაინაში განაგრძოს.
„მე როგორც ვხედავ და ვუყურებ, მისი როლი საერთოდ ქართულ პოლიტიკაშიც გაუგებარია მომავლისთვის. არ ვიცი კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ, ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის სულ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს მხოლოდ, მე მგონი თვითონაც ხვდება ამას, რომ შეიძლება იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ მის პოლიტიკურ კარიერას,“ - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.