"როგორც ჩანს, რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო ქვეყნის გარედან, რომ 26 მაისი დაპირისპირების დღედ აქციონ" - ლადო ბოჟაძე

ვლადიმერ

"როგორც ჩანს, რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო ქვეყნის გარედან, რომ 26 მაისი დაპირისპირების დღედ აქციონ," - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციების მოწყობის უფლება არავის მიეცემა.

"ოპოზიცია ორგანიზებას უკეთებს რადიკალურ ჯგუფებს, მათ შორის, ჩამოჰყავთ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ 26 მაისს გარკვეულ დაპირისპირებას, თუმცა ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ 26 მაისს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მათ რადიკალიზმზე პასუხი იქნება მხოლოდ კანონის ფარგლებში. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ მივცეთ საშუალება მოაწყონ პროვოკაციები. თუ ვინმე შეეცდება კანონი დაარღვიოს, პასუხი იქნება კანონიდან გამომდინარე", - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.