ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, „თუ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი, ეს ომი არ იქნებოდა“, ამაში მართალია

პუტინი

დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს – „თუ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი, ეს ომი არ იქნებოდა“, ამაში მართალია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პუტინი ასევე დაეთანხმა ტრამპის ნათქვამს, რომ რუსეთის ლიდერი 15 მაისს სტამბოლში არ ჩავიდოდა, რადგან იცოდა, რომ ტრამპი იქ არ იქნებოდა.

„ის მართალია. ამ მნიშვნელობით ის აბსოლუტურად მართალია. მას ასევე არაერთხელ უთქვამს, რომ „თუ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი, ეს ომი არ იქნებოდა“. ვფიქრობ, რომ ამაში მართალია“, – განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს სასარგებლო იქნებოდა, თუმცა ამას მომზადება სჭირდება.

პუტინმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მისი დიალოგი დონალდ ტრამპთან საბოლოოდ დადებით შედეგს გამოიღებს. ხოლო, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობაზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი პატივისცემით ეკიდება ტრამპის მისწრაფებას, აღადგინოს რუსულ-ამერიკული ურთიერთობები და „არსებობს იმედი, რომ ტრამპი არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ბიზნესმენიც ითვლის, რა დაუჯდა ვაშინგტონს რუსეთის მიმართ ნაბიჯები“.