„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლით სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილება

ნკ

,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ფოთში, მეორე მოსმენით განიხილება. ინიციატივა ცხოველების პოპულაციის კონტროლსა და მათზე ზრუნვის სტანდარტების ამაღლებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ცხოველის მიტოვება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი ხდება, მკაცრდება გამრავლების რეგულაციაც. წესრიგდება უპატრონო ცხოველების აღრიცხვისა და სტერილიზაცია-კასტრაციის პროცესი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.