1746733863
როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება - რატი იონათამიშვილი

"ცვლილებები არის ბუნებრივი პროცესი და როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ნათია თურნავა არის არა მხოლოდ წარმატებული მინისტრი, არამედ წარმატებული ქალი მმართველია და მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ასევე წარმატებით იმუშავებს და ეფექტური იქნება მისი საქმიანობა ვინაიდან, არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. ცვლილებები ცხადია, არის ბუნებრივი პროცესი და როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, როცა მსგავსი საკითხები წყდება, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება და თუ ასე უშინაარსოდ გააგრძელებენ ოპონირებას კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მიიღებენ არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მის პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე კი ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.