„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
როგორ შეიძლება, რომ 300 ათასი ადამიანის მონაცემი აიღო ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს. ეს არა მარტო ტყუილია, არამედ ეს არის უნამუსო ტყუილი, რაც გახარიამ თავადაც კარგად იცის, რომ ვერ განხორციელდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
იგი არჩევნების თემაზე გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.
„არ ვიცი, რას დავაბრალო - გახარიას ფანტაზიას დავაბრალო, თუ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ოპოზიცია ჩავარდა და გახარია ყველაზე მეტ ეფექტურ მექანიზმად მოგვევლინა „ნაცმოძრაობის“ ინტერესის განხორციელების საქმეში.
როგორ შეიძლება, რომ 300 ათასი ადამიანის მონაცემი აიღო ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს. ეს არა მარტო ტყუილია, არამედ ეს არის უნამუსო ტყუილი, რაც თავად კარგად იცის, რომ ვერანაირად განხორციელდება, ხავსიც აღარ არის უკვე, ხავსს რას ვერჩი, გახარიასა და მისი გუნდის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელში ეს არგუმენტი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში თავის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სათაურით: „ასე მოიპარა ოცნებამ ადამიანის არჩევანი“, ქმნის აღქმას, თითქოს მტკიცებულებებს წარადგენს, თუმცა დაახლოებით, ექვსწუთიან ვიდეოში მხოლოდ ვარაუდებზეა საუბარი. „ქართული ოცნებაში“ მტკიცებულებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. საუბარია, არჩევნებამდე საჯარო მოხელეებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებებზე, რაც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს.