მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით
1768249633
როდესაც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს ცილისმწამებლურ ფლეშმობს "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე", გვახსოვდეს, ვინ გვაკრიტიკებს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პოლონეთის ყოფილი გენ-პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და დაწერა, რომ "ტუსკის და მისი გარემოცვის სამიზნე გახდა".
სპიკერის პოსტი ეხება ასევე მარინ ლე პენის საქმეზე ჩანიშნულ მოსმენასაც, რომლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღემდე არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს.
საკითხს აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო აკრიტიკებენ.
"პოლონეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთს აქვს მწვავე დაპირისპირება ევროკავშირთან, სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამის გამო, პოლონეთს დაფინანსება ჰქონდა ევროკავშირისგან შეჩერებული.
ამიტომ, როდესაც ვიღაც დაიწყებს საქართველოს კრიტიკას სასამართლო ხელისუფლების თუ ადამიანის უფლებების მიმართ, საკუთარ მდგომარეობას უნდა გადახედონ კარგად. ეს ფაქტები - პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი რომ ითხოვს თავშესაფარს უნგრეთში, ამის ერთ-ერთი მაგალითია.
მიმდინარეობს პირდაპირი პოლიტიკური დევნა მარი ლე პენზე. იციან, რომ მომავალ არჩევნებში ის და მისი პოლიტიკური ძალა, დიდი ალბათობით, საფრანგეთში იქნება, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო ლიდერი. მათთვის დასაშვებია ყველაფერი, მაგრამ საქართველოსთვის თითიდან გამოწოვილი მიზეზებიც კი თავდასხმისათვის გამოიყენება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.