1768248959
ვიკა ფილფანი: ჩემი აზრით, მაია სანდუს განცხადება ძალიან არასასიამოვნოა, დიდი იმედი მაქვს, მოლდოვის თავს ეს არ მოხდება
ჩემი აზრით, ძალიან არასასიამოვნო განცხადებაა, დიდი იმედი მაქვს, მოლდოვის თავს ეს არ მოხდება, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
ვიკა ფილფანს მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„მოლდოვამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა მიეღწია იმ კონდიციისთვის, რა კონდიციაშიც დღეს არის და რეალურად მართლაც ყოფილიყო განვითარებული ქვეყანა. ამ განვითარების გზაზე მოლდოვა ძალიან წარმატებით დგას. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუ მის გზას საფრთხე შეექმნება“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა სანდუმ.










