პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქურდობის ფაქტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  მიმდინარე წლის 12 იანვარს, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1964 წელს დაბადებული გ.ბ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.