1768248959
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ტაილანდის, თურქმენეთის, გერმანიის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელისა და ლიბანის - ჯამში 27 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.










