21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი აგრძელებს ყველანაირ საქმიანობას, მათ შორის ქველმოქმედებას. ასე რომ, ის ნაწილია თანხის, რომლის განკარგვაშიც ხელს უშლიან, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სრული მოცულობით ახორციელებს და აგრძელებს იმ საქველმოქმედო საქმიანობას, რომელსაც ის აქამდე ეწეოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, სად ჩანს, რომ კონკრეტული თანხები ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიიღო იმის გამო, მას სთხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, რა მტკიცებულება არსებობს.
„რაც შეეხება თავად დავის შინაარსს, მათ შორის ადვოკატების განცხადებებშიც იყო ეს მოცემული, იმდენად მარტივი და არაიურისტისთვისაც გასაგები საკითხია და ამას რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ინსტანციის გავლა უწევს, თავად ეს ფაქტიც აჩვენებს, რომ ეს არის ხელოვნური პროცესი იმისთვის, რომ მოხდეს ზეგავლენა ადამიანზე. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ადრე თქვა, ადამიანს თავი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ ბალიშზე დადოსო. ლოგიკური დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ იმ პროცესებიდან, რომელიც საქართველოში მიდიოდა. ესეც საკმარისია დასკვნის გამოსატანად ყოველგვარი კულისებში არსებული ინფორმაციის ცოდნის გარეშეც. ჩემს კაბინეტში იჯდა აშშ-ის ყოფილი ელჩი დეგნანი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ახლა ესკალაციაზე უნდა წახვიდეთ რუსეთთანო და გადაწყვიტეთ ნათელ მხარეს ხართ, თუ ბოროტ მხარესო. შტერები და მარიონეტები რომ არ დახვდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ამიტომაც გაბრაზდა ბევრი მერე საქართველოზე.
გავლენა რომ ჰქონოდა, საქართველო დღეს იქნებოდა ნაომარი, დანგრეული ქვეყანა, რისთვისაც სინამდვილეში ხდებოდა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. ზეწოლა ხდებოდა არა მასზე პიროვნულად, რომ მის მიმართ პიროვნული ინტერესი ჰქონდათ, ხდებოდა ზეწოლა, რომ გამოეწვიათ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც დაგვირგვინდებოდა ნაომარ ქვეყნის სტატუსით. ვიქნებოდით 90-იანი ქვეყნის მდგომარეობაში.
გუშინ [ადვოკატის] განცხადებაშიც ნახეთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეგუებულია იმას, რომ იმ უსამართლო გარემოში, რომელიც დღეს დასავლეთში სუფევს, არაფორმალური მმართველობის პირობებში, არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ მისი თანხების განკარგვის საშუალებას მისცემენ. ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი აგრძელებს ყველანაირ საქმიანობას, მათ შორის ქველმოქმედებას. ასე რომ, ის ნაწილია თანხის, რომლის განკარგვაშიც ხელს უშლიან, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სრული მოცულობით ახორციელებს და აგრძელებს იმ საქველმოქმედო საქმიანობას, რომელსაც ის აქამდე ეწეოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია, გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, - ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს, 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე.