21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე უკავშირდება მის [ბიძინა ივანიშვილის] პოლიტიკას, რომელიც მან აირჩია საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას.
„ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე უკავშირდება მის [ბიძინა ივანიშვილის] პოლიტიკას, რომელიც მან აირჩია საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ამასაც ხომ ადრე შეფარვით საუბრობდნენ, მაგრამ ახლა აშკარად ამბობენ, რომ თუ საქართველო არ დაადგება უკრაინის გზას, ვერ იქნება მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მხრიდან. უკრაინის გზა რა არის - სამწუხაროდ ესაა ომის გზა, ლგბტ აღლუმების, ეკონომიკური ჩამოქცევის. ამაზე თქვა უარი ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომაც არის, რომ ადრე ფარულად, ახლა კი საჯაროდ ებრძვიან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია, გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, - ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე.