„როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, პირადი ღირსება, ძალიან რთულია უპასუხოდ დატოვო“ - არჩილ თალაკვაძე მამუკა მდინარაძეზე

არჩილ თალაკვაძე

როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო, მით უმეტეს, ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა უკრაინაში მყოფი მებრძოლის გიორგი ფარცვანიას შეურაცხმყოფელ მიმოწერას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან.

მისი თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ამორალურად თავს დასხმოდა მამუკა მდინარაძეს.

„ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ასე ამორალურად, ღირსების შელახვით თავს დასხმოდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, აქ ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.