პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"როდესაც მოწვეულია ძალადობით ცნობილი წერეთელი, მნიშვნელოვანია წინასწარ უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" აშშ-ის საელჩოში მიღებაზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
"როდესაც მოწვეულთა შორის არის და რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი, ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში სწორედ, ძალადობით შემოგვივარდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ადამიანი არის ღონისძიებაზე, მნიშვნელოვანია წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.