სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
1744035536
"რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ?" - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, იქ, სადაც საქართველოს და ქართველ ხალხს ულტიმატუმებით ესაუბრებიან, ჩვენი ადგილი არ არის.
"იქ, სადაც საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, თან უსამართლოდ, ყოველგვარი უფლებების დარღვევით, ბუნებრივია, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში, ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ.
დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს და სამადაშვილებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში და ერთმანეთი ატყუონ. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს.
რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ? ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული ლობისტური ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულები არიან და ამ პოლემიკაში ჩვენ არ შევალთ. ჩვენ ვუთხარით, რომ ულტიმატუმებით ვერ დაგველაპარაკებით და კარგად იყავით, მორჩა", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ დებატებს 10 აპრილს გამართავს. განხილვა დღეს იგეგმებოდა, თუმცა ხუთშაბათისთვის გადაიდო. დღის წესრიგშია 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოს დელეგაციის მანდატების კონკრეტული პირობებით აღიარებაზე, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებაზე. ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.