პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო „როიტერს“ წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც რუსეთთან ომი წააგო, მიაჩნია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“, – გამოცემაში სტატია ასეთი სათაურით გამოქვეყნდა.
„როიტერის“ ცნობით, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის უინსტონ ჩერჩილს ადარებს.
„ზელენსკი არის ახალი ჩერჩილი ევროპის ამ ნაწილში. ის განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, რა მოხდება უკრაინაში, არამედ ბერვ ქვეყანაში მის გარშემო, მათ შორის რუსეთში“, – აცხადებს სააკაშვილი.
„უკრაინა ამ ომიდან გაერთიანებულ სახელმწიფოდ გამოვა. უკრაინა შორს დაიჭერს თავს რუსეთისგან დიდი ხნით და პოლონეთთან ერთად გახდება მთავარ ძალად ევროპაში“, – ამბობს სააკაშვილი.
ამავე სტატიაში სააკაშვილი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რომ უკრაინაში დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობს ეროვნული რეფორმების საბჭოში.