პრეზიდენტი: უკრაინის ელჩის გაწვევას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც ზოგიერთ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან კონტაქტებს უკავშირდება

პრეზიდენტი

ვფიქრობ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან კონტაქტებს უკავშირდება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

„ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩვენ გვჭირდება, რომ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მჭიდრო იყოს. ყველაფერი, რაც რაიმე სახის განსხვავებას გამოხატავს და ეს არის ის, რაც მე ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც რუსეთს აწყობს. ამიტომაც ეს არის ის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, დაახლოებულები სააკაშვილთან, რომელიც უკრაინაში იყო და იქ ჰყავს თავისი მეგობრები და ის [სააკაშვილი] ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას, რისთვისაც, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის შესაფერისი მომენტი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.