“ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება” - სინოპტიკოსების გაფრთხილება
1745554247
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას ზაზა კვიციანი დაიკავებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაცის შედეგად ორი სამინისტრო – რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.