იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის არმიის კუთვნილი „ეფ-15“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის არმიის კუთვნილი „ეფ-15“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

იემენელი „ჰუსიტების“ მტკიცებით, საუდის არაბეთის არმიის კუთვნილი „ეფ-15“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

იემენური მედიის თანახმად, მარიბის რეგიონში მტრული ქმედებების განხორციელებისას სამხედრო თვითმფრინავი ადგილობრივი წარმოების „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.

„ჰუსიტების“ მტკიცებით, ამასთან დაკავშირებულ ოპერაციაში იემენის შეიარაღებულმა ძალებმა ადგილობრივი წარმოების რაკეტების გამოყენებით ბრძოლა გაუმართეს საუდის არაბეთის „ეფ-15“-ისა და „ტაიფუნის“ (Typhoon) ტიპის გამანადგურებლების ორ ჯგუფს მარიბის რეგიონის თავზე. „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯგუფები ჩამოგდებული საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ეძებდნენ და მათ უკან დახევა აიძულეს.

პარალელურად, საუდის არაბეთის მედია წერს, რომ „ჰუსიტების“ დრონი ქალაქ მექას საჰაერო სივრცეში შესვლამდე გაანადგურეს.