1736856330
რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება - დღეს მუსიკალური საღამო ოზურგეთში გაიმართება
რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. დღეს მუსიკალური საღამო ოზურგეთში გაიმართება. გუშინ კი კონცერტებს მცხეთამ და ხაშურმა უმასპინძლა.
მსმენელის წინაშე ცნობილი მუსიკოსები წარდგნენ, მათ შორის ანსამბლი "შვიდკაცა", მარიტა როხვაძე, გია ნიკოლაძე, თემურ თათარაშვილი, ნუცა ბუზალაძე და ბენდი. შემსრულებლები მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ და აქცენტს მშვიდობაზე აკეთებენ.