მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს
1747392996
დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა. ის, ვინც ბევრს ყვიროდა, სხდომას შლიდა, ბევრჯერ იხსენიებდა სიტყვას ევროპა - მათი ქცევა და მიდგომა პარლამენტისადმი არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ევროპულ სტანდარტში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჯერ გავიხსენოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს: იმედი მაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. რუსეთს არაერთი თავისი აგრესიისა და ბოლოს უკვე 2008 წლის ომის შედეგად, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ჩვენ ამ დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მეთოდით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. იმედი მაქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.