ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
დღეს, როცა მთელ მსოფლიოში გლობალური გამოწვევებია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე, დღევანდელი დღე სწორედ იმის მომასწავებელია, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს ჩვენს ერში და უფრო მეტი რწმენის სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო.
მისი თქმით, შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე.
„არ არსებობს სხვა ამაზე დიდი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში ვიდრე დღევანდელი დღე – ქრისტეს შობა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მღვდელმთავრები, ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენი უწმინდესი ასე ზრუნავენ და უდიდესია მათი ღვაწლი და ფასი, რომ ჩვენ ერში ასეთი დიდია ქრისტიანული მრწამსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავიმყაროთ ჩვენ რწმენა, რადგან 1 700 წელს ითვლის, როცა ჩვენი ერი ეზიარა ქრისტიანობას. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული თუ რას გადაურჩა და რამდენჯერ გადაურჩა ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა აქამდე. შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე, სწორედ ეს შერწყმა არის ჩვენი სამშობლოსი ქრისტიანობასთან. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში სწორედ თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს აყენებს.
„თავისთავად, ყოფით ნაწილში თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ვალდებულებები და მოვალეობები გვაკისრია და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში სწორედ თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, თავისი სამშობლოს გამოწვევებს აყენებს და ასეც გაგრძელდება. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენ გარშემო, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი და ასეც გაგრძელდება. მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენ საზოგადოებას დღევანდელი დღე. ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე და გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ვიზრუნოთ და ვიშრომოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.