"რატომ არ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს?! იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ" - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

შალვა

"თქვენ თუ აკვირდებით, ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს ოპოზიცია, რადგან იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა მას არ აქვს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"მნიშვნელობა არ აქვს, ეს ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა, რატომ არ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს?! იმიტომ, რომ იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, როდესაც ახლახან იყო სულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რამდენიმე თვის წინ, რომელიც ასევე, პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ამიტომ მთელი ეს კამპანია ემსახურება სწორედ, ხალხისთვის გვერდის ავლას, ხალხის ჩაჩოჩებასა და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.