პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩვენ ვხედავთ, რომ არის საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების მცდელობის ტალღა და ამის შედეგია, რომ კონფლიქტები აქვთ, როცა რეგიონში ჩადიან და მოქალაქეებს ხვდებიან. თავად არიან, საბოლოო ჯამში, ამ პოლარიზაციაში ჩართულები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ე.წ. ტექნიკურ მთავრობას - რა თანხმობაზეა საუბარი, როდესაც პროტესტის მეშვეობით ცდილობენ, მიაღწიონ მთავრობის შეცვლას. თანხმობა არსშივე არის გამორიცხული, როცა ამბობენ, რომ ვიღაც უნდა აიძულონ გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რომ დაეთანხმოს რაღაცას და აქ როგორ იქნება ეროვნული თანხმობა. სადაც არის იძულება იქ ვერ იქნება ეროვნული თანხმობა.
ჩვენ ვხედავთ, რომ არის საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების მცდელობის ტალღა და ამის შედეგია, რომ კონფლიქტები აქვთ, როცა რეგიონში ჩადიან და მოქალაქეებს ხვდებიან. თავად არიან, საბოლოო ჯამში, ამ პოლარიზაციაში ჩართულები. ამით სურთ დაუბრუნდნენ 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას, როდესაც არ აღიარებდნენ არჩევნების შედეგებს. იმის შემდეგ დამტკიცდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი ე.წ. გაყალბებული არჩევნების ნარატივი, რომელსაც აღვივებდა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ნაწილი. მცდელობაა, რომ გვერდი აუარონ ხალხს, ხალხის არჩევანზე დახუჭონ თვალი, უარყონ ხალხის არჩევანი და ხალხის არჩევანის მიუხედავად ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება - ეს არის ყველაზე ნათელი ახსნა, რაც გვაქვს, რაც ხელის გულზე დევს.
ჩვენ, არჩევნების შემდეგ, ვაკვირდებით სხვადასხვა აქტიურ მცდელობას ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ქვეყნის არევის. ყოველ ჯერზე სხვადასხვა შეფუთვით ხდება ამის წარმოდგენა და საბოლოო ჯამში, ეს პაზლი, როცა აეწყობა ვიღებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ჩვენი გამოცდილება რამდენი ტალღის აგორებას შეეცადნენ სხვადასხვა კუთხიდან, ხან პარტიული, ხან მედიის, ხან არასამთავრობო ორგანიზაციისა და ყოველ ჯერზე ბოლოში ჩნდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ მღელვარების შექმნის მცდელობისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.