რატომ არ იკეთებს გადასხმას? გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, სინამდვილეში ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით - მდინარაძე სააკაშვილზე

mamuka mdinaradze

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა თვითდაზიანების რეჟიმი უნდა შეწყვიტოს.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილს ჭამა არ შეუძლია, გადასხმები უნდა გაიკეთოს და პრობლემაც მოგვარდება. 

„1%-ით დაუშვით, რომ მართლაც ვერ ჭამს. არადა ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს. ანუ თვითდაზიანებას ეწევა. მაგრამ ვთქვათ გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა. კითხვაა მარტივი - რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს. მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას - რატომ არ იკეთებს გადასხმას, ხომ ყველამ ვიცით, ამას ექიმობა და სამედიცინო სფეროს დიდი განსწავლულობა არ სჭირდება. გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება“, - განაცხადა მდინარაძემ